ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში კსუ-ს გამარჯვების შემდეგ, ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონებისა და საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორი დავით მუჯირი ატარებდა.
საქართველოს ჩემპიონი კსუ გახდა, მეორე ადგილზე ყოფილი ჩემპიონი თსუ გავიდა, მესამე ადგილზე დაასრულა გამოსვლა ბოლო წლების საუკეთესო გუნდმა „თელასმა“, ხოლო საქართველოს თასს „ილიაუნი“ დაეუფლა, რომელმაც სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა და ლიგიდან გავარდა.
ჩემპიონებთან და პრიზიორებთან ერთად, დავით მუჯირმა ფუტსალის ლიგის გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოვა:
საუკეთესო მეკარე
თორნიკე ბუკია (თსუ)
საუკეთესო მცველი
შოთა თოფურია (თელასი)
საუკეთესო თავდამსხმელი
გიორგი ჩიმაკაძე (თსუ)
საუკეთესო უნივერსალი
ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი)
საუკეთესო ასისტენტი
შოთა თოფურია (თელასი, 24 საგოლე გადაცემა)
საუკეთესო ბომბარდირი
გიორგი ღავთაძე (კსუ, 26 გოლი)
საუკეთესო მწვრთნელი
ალიკ სარქისიანი (ილიაუნი, საქართველოს თასის მფლობელი)
საუკეთესო მოთამაშე
გიორგი ღავთაძე (კსუ)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის 21 წლის თავდამსხმელი გიორგი ღავთაძე ფუტსალის ლიგის საუკეთსო მოთამაშე დამსახურებულად გახდა. მან რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი, 15 გოლი გაიტანა, ფინალური სერიის ნახევარფინალური შეხვედრები და თსუ-სთან გადამწყვეტი მატჩებიც შესანიშნავად ჩაატარა, კსუ-ს ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და ჯილდოს დამსახურებულად დაეუფლა. ამავე დროს, გიორგიმ 21 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიპოვა.