ფუტსალის ლიგა | თსუ-მ კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა - „თელასი“ მოულოდნელად დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | თსუ-მ კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა - „თელასი“ მოულოდნელად დამარცხდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. მატჩებს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია.

ილიაუნი – თბილისი 0:2

„თბილისს“ ანგარიშის გახსნა პირველივე ნახევარში შეეძლო, მაგრამ გიორგი დიაკვნიშვილმა ათმეტრიანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. თუმცა, მეორე ნახევარში „თბილისმა“ თამაზ გოგსაძის (31) და ნიკოლოზ გაბრიჩიძის (32) გოლებით მიზანს მაინც მიაღწია.

თელასი-ჯორჯიანსიკსუ 1:4 

ნაკრების საბაზო გუნდმა „თელასმა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) მოულოდნელად წააგო. კსუ-მ ანგარიში 35-ე წამზე გახსნა – „თელასის“ მოთამაშე შოთა თოფურიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. გუნდის უპირატესობა მეორე ნახევარში შოთა ჭანუყვაძემ (23) გაზარდა. „თელასის“ შემტევმა, ამირან ცხომარიამ (24) სხვაობა შეამცირა და მოედანზე ვითარება დაიძაბა, მაგრამ შოთა ჭანუყვაძის (29) და გიორგი ღავთაძის (40) გოლებით, საბოლოოდ, კსუ-მ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

თსუ – პსპ 7:3

მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პე-ეს-პე-ს შეხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. დავით გეგეშიძემ (26, 35, 36) ჰეთ-თრიქი შეასრულა, გიორგი ჭოხონელიძემ (8, 34) – დუბლი, 1-1 გიორგი ჩიმაკაძემ (22), ვანო ბექაურმა (39) გაიტანეს. პსპ-დან თავი გიორგი აფციაურმა (13), ნიკა ხარატიშვილი (24) და ლევან სვანიძემ (34) გამოიჩინეს.

სატურნირო ცხრილი

1 თსუ 11 29

2 თელასი 11 20

3 თბილისი 11 19

4 პსპ 11 13

5 კსუ 11 12

6 ილიაუნი 11 1

დატოვე კომენტარი