ფუტსალის ლიგა - საჩემპიონო სერიაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ დაწინაურდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში საჩემპიონო სერია დაიწყო – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ „პეესპეს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაწინაურდა.
მე-11 წუთზე ანგარიში ირაკლი თოდუას შესრულებული კუთხურის შემდეგ გაიხსნა – საქართველოს ნაკრებისა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ მოთამაშის დარტყმული ბურთი ვახტანგ შამილიძეს მოხვდა და „პეესპეს“ კარში აღმოჩნდა. მე-13 წუთზე წონასწორობა ლევან სარდანაშვილმა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მეორე ნახევარში მეტოქეს აჯობა და ორი გოლი გაუტანა – გუნდი ნიკა გაბრიჩიძემ (26) დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში ვახტანგ კეკელიამ (33) დააფიქსირა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა 3:1 მოიგო და სერიაში დაწინაურდა.
მომდევნო მატჩი 26 (18:00 საათზე) და 31 მაისს (13:00 საათზე) გაიმართება. სერია სამ გამარჯვებამდე გაგრძელდება. ფუტსალის ლიგის პლეი აუტში „ილიაუნი“ „გორს“ დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა.