ფუტსალის ლიგა | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეექვსე ტურის თამაშები გაიმართა. დიდი უპირატესობით მხოლოდ ლიდერმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მოიგო, რომელმაც „ქუთაისი“ დამაჯერებლად დაამარცხა.
შოხრუხ მახმადამინოვმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულეს, თითო გოლი ნიკოლოზ გაბრიჩიძისა და მატეუს და სილვას ანგარიშზეა. ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოიგეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) და „ილიაუნიმ“.
განსაკუთრებით დაძაბული „ილიაუნისა“ და „წალენჯიხას“ მატჩი გამოდგა, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს წალენჯიხელებმა ზურაბ ღვინჯილიას დუბლით წონასწორობა აღადგინეს. გადამწყვეტი 28-ე წუთზე „ილიაუნის“ მოთამაშის, გიორგი ქურხულის გატანილი გოლი აღმოჩნდა.
ფუტსალის ლიგა, მეექვსე ტური:
კსუ – თსუ 3:2
ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი – ქუთაისი 6:3
ილიაუნი – წალენჯიხა 3:2
პსპ – არმია 1:0
სატურნირო ცხრილი:
1. ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი 18
2. პსპ 12
3. ილიაუნი 9
4. არმია 7
5. კსუ 7
6. თსუ 7
7. ქუთაისი 2
8. წალენჯიხა 1