ფუტსალის ლიგა. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და ერთპიროვნულმა ლიდერმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.


„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – თსუ 3:1


ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. გიორგი თოლორდავასა და ნიკა გაბრიჩიძის გოლებს სტუდენტებმა საბა მაჩიტიძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოო ანგარიში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა ვახტანგ ჯვარაშვილმა დააფიქსირა – 3:1

ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 12 ქულით „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ პირველ ადგილზეა.


„ილიაუნი“ – „ქუთაისი“ 4:1


„ქუთაისმა“ ანაგრიში გახსნა, მაგრამ „ილიაუნმა“ პირველივე ტაიმში მოახერხა დაწინაურება, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.


„წალენჯიხა“ – „არმია“ 3:4


„არმია“ პირველივე ტაიმში 4:0 დაწინაურდა. „წალენჯიხამ“ მეორე ტაიმში შეუტია და 28-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. „არმია“ შვიდი ქულით მეორე ადგილზეა.

ტურში პსპ-ისა და კსუ-ს მატჩი გადაიდო, რადგან პსპ-ის გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბებული საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და მასპინძლებთან პენალტების სერიაში დამარცხების შედეგად ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.