ფუტსალის ლიგა | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონია – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფინალურ სერიაში პსპ დამაჯერებლად დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.
ნიკა გაბრიჩიძემ მე-4 წუთზე „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ორი წუთით ადრე ნიკა კურტანიძემ წონასწორობა აღადგინა, მეორე ტაიმში კი ლევან სვანიძემ პსპ წინ გაიყვანა.
მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში მაინც შემოატრიალა. ამაში გადამწყვეტი როლი საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, რონინიომ ითამაშა, რომელმაც 35-ე წუთზე გაბრიჩიძის გადაცემით ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ისევ დააწინაურა.
პსპ-მ თამაშის გადასარჩენად მეკარე მოთამაშით შეცვლა. ამით რონინიომ კიდევ ერთხელ ისარგებლა, თამაშის დასრულებამდე 18 წამით ადრე საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა, რითიც გუნდს გამარჯვება (4:2) და ჩემპიონობა მოუტანა.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ სერია 3:0 (5:1, 4:2, 4:2) მოიგო და ერთგვარი ჰეთთრიკი შეასრულა – საქართველოს თასთან ერთად, ფუტსალის ლიგის თასიც მოიპოვა, ბოლოს ჩემპიონობა დაამატა – სეზონის ტრიუმფატორი ავთანდილ ასათიანის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.