ფუტსალის ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ნაკრების საბაზო გუნდმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და პირველ ადგილზეა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამჯერად მეორეადგილოსან „არმიას“ სძლია – 6:2. პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და 2:2 დასრულდა, „ნიუ ვიჟენმა“ უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა – დუბლით თავი ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინა.
„პე ეს პე“, რომელსაც მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელი და მოთამაშეები დაუბრუნდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდთან 2:3 აგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ნიკა კურტანიძის დუბლით 5:3 მოიგო.
„ილიაუნმა“ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი კსუ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 5:0. გიორგი დიაკვნიშვილმა და ლაშა კურტანიძემ დუბლი შეასრულეს.
ფუტსალის ლიგა. V ტური
„ქუთაისი“ – „წალენჯიხა“ 0:0
კსუ – „ილიაუნი“ 0:5
თსუ – „პე ეს პე“ 3:5
„არმია“ – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 2:6