ფუტსალის ლიგა | ფინალურ ოთხეულში პსპ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ დაწინაურდნენ - „დინამო თბილისი“ ლიგა 2-ის ჩემპიონია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | ფინალურ ოთხეულში პსპ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ დაწინაურდნენ - „დინამო თბილისი“ ლიგა 2-ის ჩემპიონია #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში ფინალური ოთხეულის სერია დაიწყო, პირველი მატჩები ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა.

პსპ „არმიას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები გიორგი აფციაურმა, გიორგი ექსეულიძემ და ნიკოლოზ კოპლატაძემ გაიტანეს, ხოლო არმიელებიდან თავი ლაშა ფოფხაძემ გამოიჩინა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 4:3 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდიდან დუბლი შეასრულეს ყირგიზმა ლეგიონერმა შოხრუხ მახმადამინოვმა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა რონინიომ. „კავკასიელებიდან“ კი ორი გოლი გიორგი ზუნტუროვის ანგარიშზეა, ერთიც შოთა ჭანუყვაძემ გაიტანა.

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონობა „დინამო თბილისმა“ იზეიმა. გუნდმა, რომელიც ორი წლის წინ ჩამოყალიბდა, თსუ-2 მესამე ფინალურ შეხვედრაში 4:0 დაამარცხა. ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ლაშა-გიორგი ობოლაძე გახდა.