ფუტსალის ლიგა | დებიუტანტმა „დინამომ“ ახალი სეზონი ვიცე-ჩემპიონთან მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო. პირველ ტურში, რომელსაც თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.
მოქმედი ჩემპიონის, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ მოგება „წალენჯიხასთან“ (რომელიც საქართველოს უნივერსიტეტთან გაერთიანდა) 7:2 არავინ გაუკვირვებია. „არმია“ „ბეტის თბილისთან“ („ილიაუნი“ „ბეტისთან“ გაერთიანდა) ფავორიტი იყო, მაგრამ შედეგი მაინც გასაკვირი აღმოჩნდა 10:0.
მოულოდნელი იყო ვიცე-ჩემპიონის, პსპ-ს მარცხი ლიგის დებიუტანთ „დინამო თბილისთან“, რომელმაც ფუტსალის ელიტაში პირველი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო 3:5. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) კი პრინციპული მეტოქეს, თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტს (თსუ) დიდი ანგარიშით (4:0) სძლია.
ფუტსალის ლიგა. 1 ტური
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – „წალენჯიხა“ 7:2
პსპ – „დინამო თბილისი“ 3:5
„არმია“ – „ბეტის თბილისი“ 10:0
კსუ – თსუ 4:0