ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ღავთაძეა
ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ღავთაძეა

ფუტსალის ლიგა 2-ში ფუტსალის ლიგის ხელმძღვანელებმა საუკეთესო მოთამაშეების შვიდეული გამოვლინეს და დააჯილდოვეს.

სეზონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პსპ 5:1 დაამარცხა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გასაკვირი არაა, რომ შვიდიდან ოთხი პრიზი სწორედ ამ გუნდის წევრებს გადაეცათ.

ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალი ლუკა ფარცვანია (კსუ) გახდა. საუკეთესო მცველად ბექა ბექაური (კსუ) დასახელდა. ტურნირის საუკეთესო მეკარე გიორგი ემუხვარია (პსპ). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება ნიკა მანგოშვილს (კსუ) ერგო.

ლიგის ბომბარდირის ჯილდო ლევან სვანიძეს გადაეცა (პსპ), რომელმაც 36 გოლი გაიტანა. საუკეთესო ასისტენტი კი 18 შედეგიანი გადაცემით მისი თანაგუნდელი ნიკოლოზ კურტანიძე გახდა.

დაბოლოს: ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის წევრს, გიორგი ღავთაძეს გადაეცა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, მაგრამ ლიგა 2 თამაში გადაწყვიტა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.