ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გიბრალტარის „ევროპა“ 3:0 დაამარცხა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.
პოდგორიცის „ვერდეს სპორტკომპლექსში“ გამართულ დაპირისპირებაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა – სამწუთიან მონაკვეთში „ევროპას“ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ (9), შოხრუხ მახმადამინოვმა (10) და ვახტანგ კეკელიამ (11) გაუტანეს. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ტიტოგრადმა“ 5:2 მოუგო „ეინდჰოვენს“ და ასპროცენტიანი შედეგით (9 ქულა) პირველი ადგილი დაიკავა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ჯგუფური ეტაპი ექვსი ქულითა და მეორე ადგილით დაასრულა. ძირითად რაუნდში ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად მხოლოდ ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ჯგუფის პირველ მატჩში მასპინძელ „ტიტოგრადთან“ 3:4 დამარცხდა, შემდეგ კი ნიდერლანდურ „ეინდჰოვენს“ 5:0 მოუგო.