ფუტსალი | საქართველოს სუპერთასი კსუ-მ მოიგო #1TVSPORT
კსუ-მ ისტორიაში ყველა შესაძლო ტიტულის ერთ სეზონში მოგება შეძლო – ჩემპიონობისა და თასის შემდეგ გუნდი ფუტსალის სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 5:4 დაამარცხა.
მატჩის გმირი ნიკა ხარატიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ჰეთთრიქი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-მ აგვისტოში ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით მომდევნო ეტაპზე პირველადგილოსანი და ჯგუფის მასპინძელი, ბოსნიური „ბუბა მარა“ გავიდა.