ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა - გუნდს თორნიკე ბუკია შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს. შეხვედრებს 6 და 7 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
5 თებერვალს ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სპორტკომპლექს „არენა 2“-ში ჩაატარა. ტრავმირებული ბექა ტყემალაძის ნაცვლად ნაკრებს თორნიკე ბუკია შეუერთდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ვახტანგ ტერუნაშვილი (არმია, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ კეკელია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, რონინიო (ყველა – ნიუ ვიჟენი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე, ჯანო გიორგაია (ორივე – თსუ), ბექა ბექაური, ლუკა ფარცვანია (ორივე – კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, ნოვოსიბირსკი, რუსეთი).