ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს მეორე თამაშიც მოუგო #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს მეორე თამაშიც მოუგო #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩი ჩაატარა და 4:2 მოიგო.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 6 თებერვალს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა იმ მატჩშიც 4:2 გაიმარჯვა.

პირველი თამაშისგან განსხვავებით, რუმინეთმა ამჯერად ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და იშტვან ჰოდნოდის გოლით დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებმა ტაიმის ბოლომდე გიორგი ჩიმაკაძის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შესვენებამდე ჯანიკო გიორგაიამ საქართველო დააწინაურა.

მეორე ტაიმი რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მართალია, მატეი ბოშნიაგას გოლმა ვითარება ისევ დაძაბა (3:2), მაგრამ ირაკლი თოდუამ ეფექტური გოლით კვლავ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოოდ საქართველომ 4:2 მოიგო.


საქართველო – რუმინეთი 4:2


გოლები: 0:1 იშტვან ჰოდნოდი (9), 1:1 გიორგი ჩიმაკაძე (11), 2:1, ჯანიკო გიორგაია (20), 3:1 გიორგი ღავთაძე (21), 3:2 მატეი ბოშნიაგა (25), 4:2 ირაკლი თოდუა (29).