ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ვარჯიში ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრის მასპინძელ ქალაქში, რიგაში, ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში ჩაატარა. მომდევნო საწვრთნელ სესიას საქართველოს ნაკრები უკვე ტურნირის მთავარ არენაზე – „რიგა არენაზე“ გამართავს.
19 იანვარს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ევრო 2026-ისთვის 14-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რომელიც ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი
ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი
ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი
საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)