საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადება დაიწყო.
30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის „დ” ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანი გუნდი საწვრთნელ შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადის.
გაფართოებული შემადგენლობაში 16 მოთამაშე, სატურნირო განაცხადში კი 14 ფეხბურთელი მოხვდება.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), გიორგი ნიშნიანიძე (ბასტია აგლო, საფრანგეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი)
თავდამსხმელები: არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა (ორივე – ლიდსელმაში, ბელარუსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), ფუმასა (პატო, ბრაზილია)
საკლუბო შეხვედრების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ექვსი ლეგიონერი 27 იანვარს შეურთდება.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 იანვარს 20:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივარს სრულიად უფასოდ შეუძლია.
შესარჩევი რაუნდის „დ” სრული განრიგი
30 იანვარი
დანია 17:30 ისრაელი
საქართველო 19:30 გერმანია
31 იანვარი
გერმანია 17:30 დანია
საქართველო 19:30 ისრაელი
2 თებერვალი
ისრაელი 17:30 გერმანია
დანია 19:30 საქართველო