ფუტსალი | პირველი მარცხი ევრო 2022-ზე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება #1TVSPORT
ფუტსალი | პირველი მარცხი ევრო 2022-ზე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება #1TVSPORT

ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბოლო, მესამე ტურის მატჩი ტურნირის ფავორიტთან, ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ესპანეთთან გამართა და პირველი მარცხი იწვნია. თუმცა, გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი ესპანელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.


საქართველო – ესპანეთი 0:8


გოლები: 0:1 ბორხა (9), 0:2 სერხიო ლოსანო (17), 0:3 ჩინო (20), 0:4 ფრანსისკო სოლანო (21), 0:5 თოდუა (23. ავტოგოლი), 0:6 სესილიო ბარბადო (27). 0:7 ადოლფო (32), 0:8 ადოლფო (39)

საქართველო: კუპატაძე – ვილიანი, თალესი, რონინიო, ბრუნო პეტრი.

სათადარიგოები: ბუკია, შაგინია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო.


D ჯგუფის მეორე შეხვედრაში აზერბაიჯანმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 4:2 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა, ესპანეთმა კი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც C ჯგუფის გამარჯვებულს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც წინა ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. შეხვედრა 1 თებერვალს ამსტერდამის „ზიგო დომეში“ გაიმართება.

გუნდი სხ
1. ესპანეთი 3 2 1 0 15:03 7
2.საქართველო 3 2 0 1 5:11 6
3. აზერბაიჯანი 3 1 1 1 8:07 4
4.ბოსნია-ჰერცეგოვინა 3 0 0 3 4:11 0