ფუტსალი | პირველი მარცხი ევრო 2022-ზე – საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება #1TVSPORT
ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბოლო, მესამე ტურის მატჩი ტურნირის ფავორიტთან, ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ესპანეთთან გამართა და პირველი მარცხი იწვნია. თუმცა, გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი ესპანელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.
საქართველო – ესპანეთი 0:8
გოლები: 0:1 ბორხა (9), 0:2 სერხიო ლოსანო (17), 0:3 ჩინო (20), 0:4 ფრანსისკო სოლანო (21), 0:5 თოდუა (23. ავტოგოლი), 0:6 სესილიო ბარბადო (27). 0:7 ადოლფო (32), 0:8 ადოლფო (39)
საქართველო: კუპატაძე – ვილიანი, თალესი, რონინიო, ბრუნო პეტრი.
სათადარიგოები: ბუკია, შაგინია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო.
D ჯგუფის მეორე შეხვედრაში აზერბაიჯანმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 4:2 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა, ესპანეთმა კი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც C ჯგუფის გამარჯვებულს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც წინა ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. შეხვედრა 1 თებერვალს ამსტერდამის „ზიგო დომეში“ გაიმართება.

| გუნდი | თ | მ | ფ | წ | სხ | ქ |
| 1. ესპანეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 15:03 | 7 |
| 2.საქართველო | 3 | 2 | 0 | 1 | 5:11 | 6 |
| 3. აზერბაიჯანი | 3 | 1 | 1 | 1 | 8:07 | 4 |
| 4.ბოსნია-ჰერცეგოვინა | 3 | 0 | 0 | 3 | 4:11 | 0 |