ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი (პირველი ქართველმა ფეხბურთელებმა 5:0 მოიგეს) გამართა და მეტოქე ამჯერადაც დიდი ანგარიშით დაამარცხა – 10:1
გოლები გიორგი ღავთაძემ (4), ლევან სვანიძემ (2), ჯანიკო გიორგაიამ (2), შოთა თოფურიამ და ჯანო კვარაცხელიამ გაიტანეს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთი, ხორვატია და ჯგუფის მასპინძელი ლატვია იქნებიან.