ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერ რუმინეთის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად აჯობა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.
ანგარიში მე-6 წუთზე „ჯვაროსნების“ გამოცდილმა მოთამაშემ, შოთა თოფურიამ გახსნა, ერთ წუთში კი გიორგი ჩიმაკაძემ საქართელოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მეორე მატჩი 11 მარტს ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.