ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ესტონეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ისთვის მზადებას განაგრძობს.
ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილი გუნდი 9 და 10 ნოემბერს ესტონეთის ეროვნული ნაკრებითან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე – „ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ხარშილაძე („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი).
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია, არჩილ სებისკვერაძე (სამივე – კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი, შოთა თოფურია (ყველა – „ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ჯანო კვარაცხელია („ფაკელი“, რუსეთი), ნიკა ხარატიშვილი („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი).
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთი, ხორვატია და ჯგუფის მასპინძელი ლატვია იქნებიან.