ფუტსალი | ირაკლი თოდუა – ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდეთ #1TVSPORT

23:01, 20.01.2026

რიგაში, ევრო 2026-ის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიასთან პირველ მატჩამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ისაუბრა. ჩვენი გუნდი ტურნირს 21 იანვარს „არენა რიგას“ დარბაზში დაიწყებს.

„შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და ტურნირი წარმატებით დავიწყოთ. ქართული სული ჰქვია ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია და აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ“, – ამბობს ირაკლი თოდუა.

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:

თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ალი ასლანი („კსუ“)

წინა ხაზი:

გიორგი ჩიმაკაძე („კსუ“), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), არჩილ სებისკვერაძე („კსუ“), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ჯანო კვარაცხელია („ფაკელი“, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), საბა ტყეშელაშვილი („კსუ“), ჯანიკო გიორგაია („კსუ“), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“)

ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი

ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი

ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი

საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)

ლატვია – საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი