ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მოემზადება.

საქართელოს ნაკრები 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 17 დეკემბერს კი საფრანგეთს ესტუმრება – მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.

მოახლოებული მატჩებისთვის ასათიანმა საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი“).

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნუკრი ჭუმბურიძე („არმია“), შაკო ცირამუა („არმია“), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“).

საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლე ოფში გააგრძელებს.

მატჩების განრიგი:

13 დეკემბერი

18:00 | საქართველო – კოსოვო

18 დეკემბერი

00:15 | საფრანგეთი – საქართველო