ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვედებიან #1TVSPORT
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთი 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს.
ანგარიში ფრანგებმა გახსნეს, მაგრამ პორტუგალიელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს დაწინაურება, მატჩის მეორე ნახევარში კი კიდევ ორი ბურთი გაიტანეს და დამსახურებულად მოიგეს.
მეორე ნახევარფინალში შვიდგზის ევროპის ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 2:1 დაამარცხა. ესპანელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ორი ბურთით დაწინაურდნენ, ხორვატებმა კი მატჩის ბოლოს მხოლოდ სხვაობის შემცირება მოხერხეს.
ევროპის ჩემპიონატი 7 თებერვალს დასრულდება – 19:00 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრებები (ჯგუფურ ეტაპზე ორივე საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო) დაუპირისპირდებიან, 22:30 საათზე კი ფინალში ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ – მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავზებთ.