ფუტსალი | ჩემპიონატის ლიდერმა 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა - სფფ-ში თასის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
ფუტსალი | ჩემპიონატის ლიდერმა 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა - სფფ-ში თასის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგის მე-16 ტურში გათამაშების ლიდერი, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ მეორეადგილოსან პსპ-ს შეხვდა და 2:3 დამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფუტსალის ლიგაში 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, მაგრამ 45 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტს, პსპ-ს 11 ქულით ასწრებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფუტსალის თასის 2024 წლის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრა, რომელშიც ფუტსალის ლიგის ექვსი და ფუტსალის ლიგა 2-ის ორი გუნდი მონაწილეობდა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, არჩილ სებისკვერაძემ ჩაატარეს.

მეოთხედფინალი

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი – სეუ

თსუ – საქართველოს უნივერსიტეტი

კსუ – პსპ

არმია – ილიაუნი

ნახევარფინალი

ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი/სეუ – თსუ/საქართველოს უნივერსიტეტი

კსუ/პსპ – არმია/ილიაუნი

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 29 მარტს გაიმართება.