ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ევრო 2026-ზე ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ევრო 2026-ზე ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა მზადებასა და მიზნებზე ისაუბრა.

„წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ახლა უფრო მშვიდად ვემზადებით და ვფიქრობ, ეს გამოცდილების შედეგია. ფაქტობრივად, შემადგენლობის 60-70 პროცენტი ახალმა მოთამაშეებმა შეავსეს. დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდების შრომა დაგვიფასდება.

რაც შეეხება მიზნებს, ამის გარეშე თამაშს აზრი არ აქვს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, პირველი მატჩის მოგება. ზოგადად, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ვფიქრობ, ჩემს გუნდს აქვს ძალა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი
ლატვია — საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი
ხორვატია — საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი
საქართველო — საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)