ფუტსალი | „არმია“ მესამეა - პლეი ოფისა და პლეი-აუტის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალი | „არმია“ მესამეა - პლეი ოფისა და პლეი-აუტის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

ფუტსალის ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც პლეი ოფისა და პლეი აუტის წყვილები გამოავლინა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ „წალენჯიხა“ 8:2 დაამარცხა. ვახტანგ ჯვარაშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა, დავით ხეჩიკაშვილმა დუბლი მიითვალა, თითო გოლი ვახტანგ კეკელიას, შოთა თოფურიასა და ლაშა სიგუნავას ანგარიშზეა, წალენჯიხელთაგან კი ვაჟა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.

მეორეადგილოსანმა „პე ეს პემ“ „ქუთაისს“ 9:0 მოუგო – ნიკა კურტანიძემ ექვსი გოლი გაიტანა და ბომბარდირებში 19 გოლით მეოთხე ადგილზე გავიდა. სტუდენტურ დერბიში თსუ-მილიაუნს“ 4:2 სძლია.

ლადო ბურდულის გაწვრთნილმა „არმიამ“ კსუ 6:2 დაამარცხა, თსუ-ს გაუსწრო, მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში „ილიაუნს“ ეთამაშება. 2021 წლის სეზონის ჩემპიონი კსუ ამჯერად მე-5 ადგილს დასჯერდა და პლეი ოფში თსუ-ს შეხვდება.

ამ წყვილების გამარჯვებულები პლეი ოფის ნახევარფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსა“ და მეორეადგილოსან „პე ეს პეს“ შეხვდებიან. „წალენჯიხა“ მე-7 ადგილზე გავიდა და მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ლიგა 2-ის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო ბოლოადგილოსანი „ქუთაისი“ ახალ სეზონში ქვედა ლიგაში იასპარეზებს.

30 გოლით რეგულარული სეზონის ბომბარდირი ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსა“) გახდა, რომელმაც წინა სეზონის ბომბარდირის რეკორდი ერთი ბურთით გააუმჯობესა. მეორე ადგილზე 22 გოლით „ქუთაისის“ მოთამაშე ირაკლი გვეტაძეა, გასული სეზონის ბომბარდირი გიორგი ჩიმაკაძე კი 21 გოლით მესამე ადგილს დასჯერდა.