საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი 10:3 დაამარცხა და ამით რევანში აიღო.
გუნდებმა პირველად გუშინ ითამაშეს და შეხვედრა აზერბაიჯანელებმა 3:2 მოიგეს. მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას ფლობდა და საერთაშორისო დონეზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ნახევარი 3:2 მოიგეს, მეორე ტაიმში კი სრული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კარგი შვიდჯერ აიღეს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ზუნტუროვის ანგარიშზეა, დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო გოლი კი ნიკა ხარატიშვილის, დათა მოგელაძის, ბექა ბექაურის, ლევან სვანიძისა და დაჩი ჩადუნელის ანგარიშზეა.
საქართველო 10:3 აზერბაიჯანი
გოლები: 0:1 ასადლი (3), 1:1 ხარატიშვილი (8), 2:1 მოგელაძე (15) 3:1 ღავთაძე (18), 3:2 ჰუსეინოვი (18), 4:2 ღავთაძე (23), 5:2 ბექაური (23), 6:2 სვანიძე (27), 6:3 რუსტამოვი (28), 7:3 დ. ჩადუნელი (29), 8:3 ზუნტუროვი (34), 9:3 ზუნტუროვი (39), 10:3 ზუნტუროვი (40)
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე, ზუნტუროვი, ნადარეიშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანადილ ასათიანი
შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 26-31 მარტს თბილისში გამართავს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.