ფურკადი ​მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე იასპარეზებს | ბიატლონი
ფურკადი ​მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე იასპარეზებს | ბიატლონი

ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში, ფრანგი მარტენ ფურკადი, მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა L’Equipe ავრცელებს.

რბოლები იტალიურ რაზუნ-ანტერსელვაში 24-27იანვარს გაიმართება. ცოტა ხნით ადრე 30 წლის ფრანგმა განაცხადა, რომ მას პატარა პაუზა სჭირდებოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულიყო. ის ასევე ამბობდა,რომ შეიძლება ჩრდილოეთ ამერიკის ეტაპებიც გამოეტოვებინა, რომლებიც თებერვალში გაიმართება.

შეგახსენებთ, არომ ფურკადი საერთო ჩათვლაში მესამე ადგილს იკავებს 428 ქულით.