ფუმიო კიშიდას განცხადებით, ბირთვული განიარაღებისკენ გზა საერთაშორისო უთანხმოებების გაღრმავებისა და რუსეთისგან ბირთვული მუქარების გამო უფრო სახიფათო გახდა

14:57, 06.08.2023

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ბირთვული განიარაღებისკენ მიმავალი გზა უფრო სახიფათო გახდა საერთაშორისო უთანხმოებების გაღრმავებისა და რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარების გამო.

ეს განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ ჰიროსიმას დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა.

ცერემონიალში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 100-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი. უკრაინაში ომის გამო, ღონისძიებაზე კვლავ არ მიუწვევიათ რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციები.

ქალაქი ჰიროსიმა 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა ძალებმა დაბომბეს. ქალაქ ნაგასაკისთან ერთად, ჰიროსიმა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ბირთვული იარაღი გამოიყენეს. შედეგად, მხოლოდ ჰიროსიმაში დაიღუპა 100 ათასამდე ადამიანი, ხოლო ნაგასაკიში – 70 000.

მსგავსი