ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ფულემი“, რომელიც პრემიერლიგაში გადავიდა, კლუბის 39 წლის მთავარ მწვრთნელთან, სკოტ პარკერთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს, – ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
პარკერმა ლონდონური კლუბი 2019 წლის მაისში ჩაიბარა. მას გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ფულემმა“ ჩემპიონშიპში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო შემდეგ პრემიერლიგაში გადასასვლელ მატჩში „ბრენტფორდი“ დაამარცხა.