„ფროსინონეს“ სპორტული დირექტორი - კვერნაძე მალე ჩვენი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
„ფროსინონეს“ სპორტული დირექტორი - კვერნაძე მალე ჩვენი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

„ფროსინონეს“ ქართველი ახალწვეულის, გიორგი კვერნაძის შესახებ გუნდის სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოცი ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გუნდს გააძლიერებს.

„ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ეს არის საიჯარო ხელშეკრულება, შემდეგ ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებაც გვექნება. ამრიგად, შევძლებთ, რამდენიმე თვის წინ დაწყებული საქმის დასრულებას. ერთი სიტყვით, ტრანსფერი განხორციელებულია“, – ამბობს გვიდო ანჯელოცი.

„ფროსინონეს“ სპორტულმა დირექტორმა გუნდის მწვრთნელად ეუსებიო დი ფრანჩესკო ოფიციალურად წარადგინა, მასთან კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საინტერესოა, რომ გვიდო ანჯელოცი პარასკევს რიმინიში დააჯილდოვეს, როგორც გასული სეზონის სერია B-ს საუკეთესო სპორტული დირექტორი.

სერია A-ში ანალოგიური აღიარება „ნაპოლის“ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელს, კრისტიანო ჯუნტოლის ხვდა წილად, რომლის მთავარ დამსახურებად ბათუმის „დინამოდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს თვლიან.

„ფროსინონე“ წინასასეზონო შეკრებას ფიუჯიში 7-დან 24 ივლისამდე ჩაატარებს. სერია A-ში გიორგი კვერნაძის ახალი გუნდი სეზონს 20 აგვისტოს დაიწყებს.