ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერი - გერმანიის კანცლერმა ზელენსკისთან საუბრისას ხაზი გაუსვა მოლოდინს, რომ უკრაინა ენერგიულად გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რეფორმებს
ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერი - გერმანიის კანცლერმა ზელენსკისთან საუბრისას ხაზი გაუსვა მოლოდინს, რომ უკრაინა ენერგიულად გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რეფორმებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერი სტეფან კორნელიუსი ავრცელებს.

მერცი ზელენსკის უკრაინაში მომხდარ კორუფციულ საქმეზე ესაუბრა.

ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერის ცნობით, ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უკრაინელი ხალხის, ევროპელი პარტნიორებისა და საერთაშორისო დონორების ნდობის აღსადგენად „სწრაფ ზომებზე“ ესაუბრა.

„თავის მხრივ, მერცმა ხაზი გაუსვა გერმანიის მთავრობის მოლოდინს, რომ უკრაინა ენერგიულად გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, შემდგომ რეფორმებს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მხრივ“, – განაცხადა კორნელიუსმა.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შეძლონ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, ასევე უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხით დახმარებაზე.