ფრიდრიხ მერცი - ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რათა ამერიკელები ჩვენს მხარეს დავტოვოთ, არ შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ ის, რასაც ისინი ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის აკეთებენ
ჩვენ არ უნდა დავაკლოთ მცდელობა და მივიღოთ ყველა ზომა, რათა ამერიკელები ჩვენს მხარეს დავტოვოთ. არ შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ ის, რასაც ისინი ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის აკეთებენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია მადლიერია შეერთებული შტატების იმისთვის, რაც მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნისთვის გააკეთეს.
„ჩემი ქვეყანა უზომოდ მადლიერია შეერთებული შტატების იმისთვის, რაც მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენთვის გააკეთეს. ათწლეულებია, ჩვენ ამას პატივს ვცემთ და გასულ კვირას ჩვენი პატივისცემაც გამოვხატეთ, როდესაც ვზეიმობდით და ვფიქრობდით ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, არ უნდა დავაკლოთ მცდელობა და მივიღოთ ყველა ზომა, რათა ამერიკელები ჩვენს მხარეს დავტოვოთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ ის, რასაც ისინი ამ დრომდე აკეთებენ ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.