ფრიდრიხ მერცი – უკრაინისთვის შექმნილი სამშვიდობო გეგმა დონალდ ტრამპთან კონფიდენციალური სატელეფონო საუბრის დროს განვიხილე, შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე მრჩეველთა დონეზე
„როიტერის“ ცნობით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი უკრაინაში ომის დასრულების ამერიკულ სამშვიდობო გეგმას ეხებოდა.
სატელეფონო საუბარი 15 წუთი გაგრძელდა.
საუბრის შინაარსი გერმანიის კანცლერის პრესსამსახურს არ გაუმჟღავნებია.
„უკრაინისთვის შექმნილი სამშვიდობო გეგმა აშშ-ის პრეზიდენტთან ახლახან კარგი და კონფიდენციალური სატელეფონო საუბრის დროს განვიხილე. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე მრჩეველთა დონეზე. ახლა ევროპელ პარტნიორებს მივაწვდენ ინფორმაციას“, – დაწერა მერცმა სოციალურ ქსელ „იქსზე“.
I just discussed the plan for peace for Ukraine with @POTUS in a good and confidential phone call. We have agreed on the next steps at the advisors’ level. I will now brief the European partners.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) November 21, 2025