ფრიდრიხ მერცი – უკრაინის კაპიტულაცია ყველას კაპიტულაციას ნიშნავს 

15:37, 21.10.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის კაპიტულაცია ყველას კაპიტულაციას ნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინას მხარს ომის გახანგრძლივებისთვის არ ვუჭერთ. თუმცა კაპიტულაცია ან თუნდაც უკრაინის უპირობო დანებება გამორიცხულია. ეს ყველა ჩვენგანისთვის კაპიტულაციას ნიშნავს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ბერლინში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მის შეშფოთებას არა ეკონომიკა, არამედ საზოგადოებაზე რუსეთის გავლენა იწვევს.

„ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი შეშფოთება ჩვენი ეკონომიკა არ არის, არც შეერთებული შტატები ან ჩინეთი, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

როგორც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, გერმანიის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები წარმოადგენს.

მსგავსი