ფრიდრიხ მერცი – რუსეთს უკრაინაზე მეტი სურს და დაძაბულობას მასშტაბურად ამწვავებს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი

15:00, 25.11.2026

რუსეთს უკრაინაზე მეტი სურს და დაძაბულობას მასშტაბურად ამწვავებს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

მერცის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ევროპული სოლიდარობის საკითხი, არამედ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობაა, რაც, მისი თქმით, გერმანიის მოსახლეობამ, შესაძლოა, ჯერ სრულად ვერ გააცნობიერა.

„ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ან სამყაროს რეალურ სახეს ვერ აღიქვამს, ან სრულიად განსხვავებულ მიზნებს ისახავს – ისეთ მიზნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ღიაობასა და ლიბერალურ ღირებულებებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მსგავსი