ფრიდრიხ მერცი - მივესალმები გუშინ ღამით აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ახლა მიზანი ომის სამუდამოდ დასრულებაზე მოლაპარაკებაა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.
მისივე თქმით, ახლა მხარეებმა ომის სამუდამოდ დასრულებაზე უნდა იმუშაონ.
„მივესალმები გუშინ ღამით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. მადლობას ვუხდით პაკისტანს შუამავლობისთვის. ახლა მიზანი ომის სამუდამოდ დასრულებაზე მოლაპარაკებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს“, – წერს მერცი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.