ფრიდრიხ მერცი – გერმანიაში ერთ ლიტრ ბენზინსა და დიზელზე ფასი 17 ცენტით შემცირდება, გადაწყვეტილება ძალაში პირველ ოქტომბერს შევა და 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება

13:07, 19.09.2026

საწვავზე ფასების შემცირება იწყება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

კანცლერის თქმით, ერთ ლიტრ ბენზინსა და დიზელზე ფასი, დაახლოებით, 17 ცენტით შემცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ოქტომბერს შევა და 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება

„იქნება ეს მგზავრები, ბიზნესები თუ ჩვეულებრივი მძღოლები – საწვავის მაღალი ფასები ჩვენს ქვეყანას ტვირთად აწვება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მსგავსი