ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე
ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლა მოეხდინა.

„რუსეთი აქ დროის მოსაგებად თამაშობს და ამით აშშ-ის პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღევანდელ მოლაპარაკებებზე მე ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე“, – განაცხადა მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ევროპის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება იყოს ხანგრძლივი.

„ჩვენ არ ვართ მზად, მივიღოთ შეთანხმება, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული“, – განაცხადა მერცმა.