ფრიდრიხ მერცი – ჩვენ ამერიკის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც მე მსურს, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ

19:47, 15.07.2026

გერმანიის კანცლერის განცხადებით, მას არ სურს, რომ აშშ-ის მთავრობა სექტემბერში დაგეგმილ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ჩაერიოს.

„ჩვენ ამერიკის არჩევნებში არ ვერევით. ამ პრინციპს ყოველთვის ვიცავდით. შესაბამისად, არც მე მსურს, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მერცის თქმით, გერმანიაში უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უკანონოა.

„გერმანიაში უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება კანონს ეწინააღმდეგება. ეს უკანონოა. და მე ვვარაუდობ, რომ ჩვენი მეგობრები მთელ მსოფლიოში, დაიცავენ ამ სამართლებრივ წესებს, რომლებიც გერმანიაში მოქმედებს“, – აღნიშნა მერცმა.

მსგავსი