ფრიდრიხ მერცი - ახლა ბურთი მოსკოვის მოედანზეა, მხოლოდ იქ გადაწყდება, არსებობს თუ არა შანსი, შესაძლებელი გახდეს ცეცხლის უფრო ხანგრძლივი შეწყვეტა უკრაინაში
ფრიდრიხ მერცი - ახლა ბურთი მოსკოვის მოედანზეა, მხოლოდ იქ გადაწყდება, არსებობს თუ არა შანსი, შესაძლებელი გახდეს ცეცხლის უფრო ხანგრძლივი შეწყვეტა უკრაინაში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ უკრაინაში 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტის საკითხში ბურთი მოსკოვის მოედანზეა. შესაბამისი განცხადება მერცმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ახლა ბურთი მხოლოდ მოსკოვის მოედანზეა. მხოლოდ იქ გადაწყდება, არსებობს თუ არა შანსი, შაბათ-კვირიდან ან მომავალი კვირის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდეს ცეცხლის უფრო ხანგრძლივი შეწყვეტა უკრაინაში, ხოლო შემდეგ შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.

ეს მართლაც კიდევ ერთი ტესტია, ძალიან ზუსტი და ძალიან ჭეშმარიტი ტესტი რუსეთის პრეზიდენტის ნების სერიოზულობისა, მართლაც სურს, თუ არა მას, მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, ევროპა და აშშ ერთობლივად უჭერენ მხარს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას.

„ჩვენც მივიჩნევთ ამას მართებულად, გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მერცმა.