ფრიდონ ინჯია - როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ეს სამართლიანი ქმედება იყო და ჩვენი უსამართლოა?
ფრიდონ ინჯია - როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ეს სამართლიანი ქმედება იყო და ჩვენი უსამართლოა?

როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ეს სამართლიანი ქმედება იყო და ჩვენი უსამართლოა? – ასე პასუხობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას.

ინჯიას თქმით, ბოკერიას მიდგომა მათი პარტიის მიმართ ორმაგი სტანდარტია.

„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვართ.

სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო და ახალი პარტია შექმნა.

ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპელი სოციალისტების“ დღეს დაგეგმილ სადამფუძნებლო ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა: „არ შევაფასებ საერთოდ მაგ ხალხს, ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის პარლამენტის ერთპარტიულობის დადასტურება“.