ფრიდონ ინჯია - მიხეილ სააკაშვილს თუ უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში
ფრიდონ ინჯია - მიხეილ სააკაშვილს თუ უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განუცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე, ნავალნი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია.

„ეს მისაღები არ არის. ვერ გეტყვით, ოპოზიციონერის დაკავება რამდენად სამართლიანი იყო და რა მასალა იყო, რომ დაეკავებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იცოდა, მოსკოვში ჩავიდა“, – განაცხადა ინჯიამ.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. პოლიციელებმა რუსი ოპოზიციონერი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს აიყვანეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვისაა დაკავებული.