ფრენსის ნგანუმ დაასახელა მოკრივეები, ვისთანაც ჯოშუას შემდეგ იჩხუბებდა #1TVSPORT
მძიმე წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ისაუბრა, რომელ მოკრივეებთან გამართავდა ორთაბრძოლას მას შემდეგ, რაც რინგზე ენტონი ჯოშუას დაუპირისპირდება.
„ჯოშუა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი და საუკეთესო მოკრივეა. ვის ვისურვებდი მომდევნო მეტოქედ? როდესაც კრივზე იყო საუბარი, თავში სულ ეს სახელები მიტრიალებდა – ტაისონ ფიური, ენტონი ჯოშუა და დეონტეი უაილდერი. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ამ ჩამონათვალს უსიკი დაემატა“, – განაცხადა Queensberry Promotions-თან ინტერვიუში ფრენსის ნგანუმ.
შეგახსენებთ, რომ ნგანუ ფიურის უკვე შეხვდა და მოქმედ ჩემპიონთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ყოფილ ჩემპიონს, ასევე ბრიტანელ მოკრივეს, ენტონი ჯოშუას კი ფრენსის ნგანუ რინგზე 9 მარტს შეხვდება.