ფრენკი ედგარის დებიუტი ქვე-მსუბუქ წონაში კოდი სანდჰაგენის წინააღმდეგ შედგება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ცნობილი მებრძოლი ფრენკი ედგარი კვლავ წონას იცვლის. მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი 25 იანვარს რალეიში კორი სანჰაგენს დაუპირისპირდება. ედგარმა წონის შეცვლის გადაწყვეტილება მაქს ჰოლოვეისთან განცდილი მარცხის შემდეგ მიიღო.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრენკის მეტოქე მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამეინ სტერლინგი იქნებოდა, თუმცა იამაიკელმა მებრძოლმა ტრავმა მიიღო. ჰოლოვეისთან სატიტული ბრძოლაში განცდილ მარცხამდე ფრენკი ედგარმა (22-7-1) კაბ სვონსონი დაამარცხა.
38 წლის ლეგენდარული სპორტსმენის მეტოქე კორი სანდჰაგენი (12-1) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ოქტაგონზე დაუმარცხებელია (5-0). უკანასკნელი ბრძოლა მან რაფაელ ასუნსაოს მოუგო.