ფრენკი ედგარმა დომინიკ კრუზთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა
ფრენკი ედგარმა დომინიკ კრუზთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 38 წლის ვეტერანმა ფრენკი ედგარმა რამდენიმე დღის წინ ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. „პასუხმა“ რეიტინგის მეხუთე მებრძოლი პედრო მუნიოზი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ახლა ედგარი მოგებებს ერთდროულად სამ წონით კატეგორიაში ფლობს.

ახალ წონით დივიზიონში, სადაც მერაბ დვალიშვილიც ასპარეზობს ედგარმა მომდევნო ბრძოლის ჩატარება დომინიკ კრუზთან ისურვა.

ბრიუს ბაფერის გადაცემაში ფრენკიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ბევრ ადამიანს ახლაც ძალიან აინტერესებს ჩვენი დაპირისპირება. მე სიამოვნებით გავიზიარებდი ოქტაგონს დომინიკ კრუზთან. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მიზანი არის ჩემპიონის ქამარი, თუმცა როგორც უკვე გითხარით დომინიკს სიამოვნებით დავუპირისპირდებოდი. თუნდაც 2020 წლის ბოლომდე.“