ფრენკი დე იონგს მხოლოდ „ბარსელონაში“ დარჩენა აინტერესებს #1TVSPORT
ფრენკი დე იონგს მხოლოდ „ბარსელონაში“ დარჩენა აინტერესებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ 24 წლის ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს არ სურს კატალონური გუნდის დატოვება, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Sport.es.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელს საკლუბო ფეხბურთში წარმატების მიღწევა სწორედ „ბარსელონას“ შემადგენლობაში სურს, ამიტომაც ყველა წინადადებას უარყოფს, რაც ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას ექნება. ადრე იწერებოდა იმის შესახებ, რომ დე იონგით სერიოზულად ინტერესდებოდნენ „ლივერპული“ და „ბაიერნი“.

ფრენკი დე იონგის კონტრაქტი კატალონურ გუნდთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.