ფრენკი დე იონგმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
ფრენკი დე იონგმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT

ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერ შეძლო, ფრენკი დე იონგი დაერწმუნებინა, ინგლისურ გუნდში გადასულიყო, რის შემდეგაც ეს ისტორია ყველას დასრულებული ეგონა. მაგრამ ახლა ნიდერლანდელმა გადაიფიქრა და სურს ერიკ თენ ჰაგთან მუშაობა, – წერს პორტალი Fichajes-ი.

ნახევარმცველი ტელეფონით ელაპარაკა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს და აზრი შეიცვალა. ახლა დე იონგს „ბარსელონას“ დატოვება და პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვა სურს. ინგლისურმა კლუბმა დაიწყო მუშაობა ამ ტრანსფერზე, რომელიც, დიდი ალბათობით, ზაფხულში განხორციელდება.

რა თქმა უნდა, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ასეთმა გადაწყვეტილებამ გააბრაზა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა, რადგან თავის დროზე დე იონგმა მაშინ თქვა „იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი, როცა კატალონურ კლუბს ძალიან სჭირდებოდა ფული. ახლა კი „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ თავისი გეგმები დე იონგის გარშემო ააგო, ნახევარმცველმა კი გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, „ბარსელონას“ დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან კლუბს არ მოუფიქრებია, ვინ შეცვლის სერხიო ბუსკეტს, ახლა კი დე იონგის შემცვლელის ძიებაც მოუწევს.