აიაქსის ახალგაზრდა მცველი ფრენკი დე იონგი აცხადებს, რომ მის გუნდს მეტი სხვაობითაც შეეძლო იუვენტუსის დამარცხება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში ტურინელებმა გახსნეს, როდესაც კრიშტიანო რონალდომ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარში, თუმცა ვან დე ბეეკმა წონასწორობა ექვს წუთში აღადგინა. მეორე ტაიმში კი მოედანზე ჰოლანდიელები დომინირებდნენ, რისი ლოგიკური შედეგიც მათი საბოლოო გამარჯვება გახდა. მეორე და გადამწყვეტი გოლი აიაქსის 19 წლის კაპიტანმა, მატეის დე ლიხტმა გაიტანა.
„შესვენების შემდეგ თამაში ჩვენი დომინირებით მიდიოდა და, კაცმა რომ თქვას, უფრო დიდი სხვაობითაც შეიძლებოდა მოგება“, – განაცხადა დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიური გრანდის მეტოქე ნახევარფინალში დღეს მანჩესტერში გაირკვევა, სადაც ადგილობრივი სიტი ლონდონის ტოტენჰემს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ლონდონელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.